top of page
of-sex-videos-sexism-April-23-2022.webp
სექსისტური სიძულვილის ენა, როგორც პოლიტიკური იარაღი ოპონენტი ქალების წინააღმდეგ

 

„ესაა მოუ***ნელი ქალების სინდრომი“, - ეს ფრაზა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ პარლამენტში 3 აპრილს კვოტირების საკითხის განხილვისას თქვა

ბექა ოდიშარია ერთადერთი პოლიტიკოსი არ არის, რომელმაც ოპონენტი ქალების მიმართ საკანონმდებლო ორგანოში, ან მის გარეთ, შეურახმყოფელი ლექსიკა გამოიყენა. პოლიტიკურად აქტიური ქალების წინააღმდეგ, ოპონენტების მხრიდან, ხშირად ხდება მსგავსი სექსისტური სიძულვილის გამონათქვამების გამოყენება.

 

სექსისტური სიძულვილის ენა ყველა სივრცეში გვხვდება. საჯაროდ აქტიურ ქალებს, მათი მამაკაცი კოლეგებისგან განსხვავებით, ტრადიციულ და სოციალურ მედიაში ხშირად წარმოადგენენ, როგორც სექსუალურ ობიექტებს, იკვლევენ მათ პირად ცხოვრებას, ხუმრობენ მათ გარეგნობაზე, ჩაცმის სტილსა და გონებრივ მონაცემებზე, რაც თავის მხრივ, აფერხებს ქალების სრულყოფილად ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში.

რა არის სექსისტური სიძულვილის ენა?

 

ტერმინი “სექსიზმი” აკადემიურ წყაროებში პირველად 1965 წელს პოლინ მ. ლიტმა გამოიყენა და მასზე საუბრისას პარალელი გაავლო რასიზმთან. დღეისთვის ტერმინის ერთი, უნივერსალური დეფინიცია არ არსებობს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის უკავშირდება ადამიანთა გენდერისა ან/და სქესის ნიშნით დისკრიმინაციას.  ყველა სახის სექსისტური ქცევა არ თავსდება გენდერული სიძულვილის ენის კატეგორიაში, არამედ, მხოლოდ ის, რომლის მიზანია საზოგადოებაში შეუწყნარებლობის ატმოსფეროს შექმნა და სიძულვილის გაღვივება.

 

ევროპის საბჭოს 2019 წლის რეკომენდაციის თანახმად, სექსისტური სიძულვილის ენა არის “ნებისმიერი აქტი, ჟესტი, ვიზუალური გამოსახულება, ზეპირი ან წერილობითი განცხადება, პრაქტიკა ან ქცევა, რომელიც ეფუძნება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის არასრულფასოვნების იდეას სქესის ნიშნით,რაც ვლინდება საჯარო თუ კერძო სფეროში,ინტერნეტსივრცეში ან მის გარეთ”. დეფინიციის მიხედვით, ამ ტიპის სიძულვილის ენა აძლიერებს გენდერულ დისკრიმინაციას და შეუძლია ხელი შეუწყოს მტრულ, დამამცირებელ ან სახიფათო გარემოს შექმნას.

 

ქალების მიმართ გენდერული სიძულვილის ენა ხშირად უხილავი და შეუმჩნეველია იმის გათვალისწინებით, რომ ეს გამონათქვამები ღრმად არის ინტერნალიზებული ყოველდღიურ სასაუბრო ენაში.

 

სექსისტური სიძულვილის ენის უამრავი ფორმა/მახასიათებელი შეიძლება არსებობდეს, თუმცა ყველაზე გავრცელებული ფორმები შემდეგია:

ვის წინააღმდეგ გამოიყენება?

 

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ და პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მამაკაცები ასევე შეიძლება იყვნენ სექსიტური სიძულვილის ენის სამიზნეები, სტატისტიკურად ეს პრობლემა ქალებსა და გოგონებს მეტად ეხება. ამასთან, სექსისტური ენა, როგორც პოლიტიკური იარაღი უფრო ხშირად გამოიყენება საჯაროდ აქტიური ქალების წინააღმდეგ, როგორიც არის პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი და კონტენტ კრეატორი. სამიზნე ჯგუფში ასევე შეიძლება შედიოდეს ლგბტ ადამიანები და გენდერულად არაკონფორმული ჯგუფები. ყველა მათგანი ქმნის და გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსზე, რის გამოც ისინი თავდასხმის ობიექტები ხდებიან. პოლიტიკაში ქალთა მიმართ  გამოყენებული სექსისტური ენა მიზნად ისახავს ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეშლასა და მათთვის ძალაუფლების ჩამორთმევას. ეს გლობალური ფენომენია, რომელსაც გეოგრაფიული  საზღვრები არ გააჩნია.  იგი შეიძლება შეეხოს პოლიტიკაში ჩართული ნებისმიერი ქალს, მისი წარმომავლობის, რელიგიის ან სოციალური კუთვნილების მიუხედავად.

"მედიის განვითარების ფონდი"-ს 2023 წლის კვლევა "სექსისტური ენა და გენდერული დეზინფორმაცია" მიუთითებს, რომ საქართველოში სექსისტური სიძულვილის ენის თავდასხმის ობიექტები ხშირად არიან პოლიტიკური ოპონენტები, პირველ რიგში, ოპოზიციონერი ქალები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი-სალომე ზურაბიშვილი, ასევე, სამოქალაქო აქტივისტები/არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დასავლელი პოლიტიკოსი ქალები, ჟურნალისტები და სხვა.

Screenshot 2024-07-21 162422.png

ვინ იყენებს სიძულვილის ენას ქალების წინააღმდეგ?

ძალადობის ეს ფორმა შეიძლება სხვადასხვა წყაროდან მოდიოდეს. ამ მხრივ, ყველაზე დიდი წილი ფეისბუქ ანგარიშებზე მოდის, რასაც  ტრადიციული მედია  საშუალებები  მოჰყვებიან.  შემდგომ  ადგილებზე პოლიტიკოსები, საზოგადოების წარმომადგენლები  და სასულიერო პირები  არიან. 

2023 წლის განმავლობაში მედიის განვითარების ფონდის მედია მონიტორინგმა გამოავლინა, რომ პოლიტიკური პარტიებიდან სექსისტური განცხადებების საგრძნობლად დიდი წილი პარტია „ალტ-ინფო/კონსერვატიულ მოძრაობაზე“ (532 პოსტი) მოდის. პარტიის წევრები სექსისტური შინაარსის განცხადებებს უმეტესად მათივე პარტიასთან დაკავშირებული ტელევიზიის, „ალტ-ინფოს“ ეთერში აკეთებდნენ. პარტიებს შორის სექსისტური განცხადებებით გამოირჩეოდა, ასევე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ (19), რომელსაც კრემლისტური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ (37) და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული „ხალხის ძალა“ (21) მოსდევს. 

სექსისტური პოსტებით გამოირჩეოდნენ ხელისუფლების მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები – „ტერენტი გლდანელი“ (110), „აგენტურა“ (59) და „არ აგარევინებთ“ (21); ასევე, ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან დაკავშირებული – „კონსერვატიული ფლანგი“ (99). ფეისბუქ ანგარიშებიდან ყველაზე მეტი სექსისტური პოსტი განათავსა გვერდმა „Gen-Z თაობა“. რაც შეეხება, სატელევიზიო მედიას, გენდერული სტერეოტიპები ყველაზე ხშირად კრემლისტურ “სეზონი ტვ”-სა (649) და სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე “პოსტვ”-ზე (160) ჟღერდებოდა. 

ვის შეიძლება აწყობდეს სექსისტური სიძულვილის ენის გამოყენება და რა მიზნით?

სექსისტური სიძულვილის ენას არ აქვს  გეოგრაფიული საზღვრები, თუმცა ყველაზე ხშირად ის ისეთ საზოგადოებებში გამოიყენება  პოლიტიკურ იარაღად, სადაც გაბატონებულია  მასკულინობაა, სექსიზმისა და გაუპატიურების კულტურა და სადაც ნორმალიზებულია  სექსუალური და სხვა სახის ძალადობა. მას შეიძლება იყენებდნენ ისეთი სახის იდეოლოგიები, როგორიცაა უკიდურესი ნაციონალიზმი და კონსერვატიზმი. ამასთან, იგი ხშირად მიზნად ისახავს ქალი პოლიტიკოსებითვისა და აქტივისტებისთვის "ხმის" ჩამორთმევას, რაც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების პატრიარქალური სისტემებისთვის შეიძლება იყოს მომგებიანი, რომლებიც, ეფუძნებიან ძალადობრივ მეთოდებს. ეს კი,  თავის მხრივ, ხელს უშლის თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის დამყარებას. ამასთან, სექსისტური სიძულვილის ენა შეიძლება გამოყენებულ იქნას ულტრაკონსერვატიულად და ულტრანაციონალურად განწყობილი ამომრჩეველების მხარდაჭერის  მოსაპოვებლად. 

 სიძულვილის ენის საკანონმდებლო რეგულაცია

სიძულვილის ენის რეგულირება სადავო საკითხია, რადგან ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, რათა იგი აღიარებულ იქნას, როგორც პრობლემა, მეორე მხრივ კი ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გამოხატვის თავისუფლებას სწორედ  ამ სირთულის გამო,  რეგულირების სტანდარტი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. მაგალითად,  ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში სიძულვილის ენა სისხლის სამართლის წესით დასჯადია,  ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ის  აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს აშკარა, მყისიერი და გარდაუვალი ძალადობის საფრთხე. ამ სტანდარტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ საფრთხისა და ზიანის მიხედვით განისაზღვრება, რომელიც აღნიშნულმა გამოხატვამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, სიძულვილის ენა არც საქართველოშია კრიმინალიზებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახეზეა აშკარა და მყისიერი საფრთხე.

 

სიძულვილის ენას გარკვეულწილად არეგულირებს საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმფხვრის შესახებ“. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პრიმა ნაწილის შესაბამისად, „შევიწროება არის ნებისმიერი ნიშნით პირის დევნა, იძულება ან/და პირის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას“.

სიძულვილის ენაზე  შეზღუდვები  მაუწყებლების შემთხვევაში არის დადგენილი.ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლის მიხედვით მედიამ: " ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.” 

საქართველოს პარლამენტის წვერის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით „საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება“

სისხლის სამართლის 239 პრიმა მუხლის შესაბამისად, დანაშაულად ითვლება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირი, წერილობითი ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

legal-law-and-justice-concept-open-law-book-with-a-wooden-judges-gavel-in-a-courtroom-or-l

01

სტანდარტების დადგენა და გამჭვირვალობის ღონისძიებების  შემოღება

სტანდარტების დადგენა და გამჭვირვალობის ღონისძიებების შემოღება - ღია მმართველობის პრინციპები პირდაპირ უკავშირდება მთავრობის ნებას, მოახდინოს სექსიზმზე რეაგირება და ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას.

02

რეგიონული და ეროვნული გენდერული თანასწორობის ქსელების გამოყენება

03

ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო მითითებები

გენდერული ქსელები ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც  პოლიტიკაში ჩართულ ქალებს საშუალებას აძლევს, შეიმუშაონ ახალი იდეები და პერსპექტივები როგორც საერთო პრობლემებზე (მაგ.: სექსიზმი), ისე ამომრჩეველთა საჭიროებებზე რეაგირებისთვის. ასეთი ქსელები უზრუნველყოფს კონსულტაციისა და კარიერული მხარდაჭერის ფორუმს და ადამიანებს განსხვავებული პერსპექტივების შეძენაში ეხმარება.

ქცევის წერილობითი კოდექსები უზრუნველყოფენ ადგილობრივი თუ ცენტრალურ დონეზე მმართველობის წევრთა მიერ დასაშვები ქცევის საერთო პრინციპების გაზიარებას, აუმჯობესებენ საზოგადოების ნდობას შესაბამისი დაწესებულებებისა და არჩეული  საჯარო მოხელეების მიმართ.

04

დროებითი სპეციალური ზომების (TSM) მიღება

05

საინფორმაციო კამპანია

დროებითი სპეციალური ზომების (TSM) „მიზანი არის ქალების პოზიციის გაუმჯობესების დაჩქარება, რათა მიაღწიონ თავის დე-ფაქტო ფუნდამენტურ თანასწორობას კაცებთან და გავლენა მოახდინოს სტრუქტურულ, სოციალურ და კულტურულ ცვლილებებზე, რაც აუცილებელია ქალების მიმართ დისკრიმინაციის წარსული და აწმყო ფორმებისა და გავლენის გამოსასწორებლად და აგრეთვე, მათთვის კომპენსაციის უზრუნველსაყოფად.“ ასეთი დროებითი ზომები შეიძლება იყოს კვოტირების სისტემა და სხვა.

სექსიზმთან ბრძოლისთვის აუცილებელია სწორი საინფორმაციო კამპანიის წარმოება. შესაბამისად, საზოგადოებისა და ამ საკითხში უშუალოდ ჩართული ადამიანებისთვის ინფორმაციის სწორი და დროული მიწოდება.

07

სანქციები, აღსრულება და დაცვის მექანიზმები

ომბუდსმენის როლი სექსიზმთან ბრძოლაში

06

მისი ჩართულობა სექსიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ელემენტია.

აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე "სექსიზმის" ტერმინის ზუსტი განსაზღვრა და განმარტება. ზოგადად, სანქციებისა და გასაჩივრების პროცესის შემუშავება, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რამდენიმე პრინციპი. კერძოდ, აკრძალული ქცევისთვის გათვალისწინებული სანქციები უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სიმძიმეს. ამასთან, აღსრულების ქმედითი  მექანიზმის დანერგვა. გარდა სანქციებისა, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშვალდებულების ადგილობრივი ან ცენტრალური ინფრასტრუქტურა (მაგ. ომბუცმენის აპარატი ან ეთიკის ადგილობრივი საბჭო) ითვალისწინებდეს დაცვის მექანიზმებს ან კომპენსაციის შესაძლებლობას სექსიზმის სამიზნე პირებისთვის.

სტატიის ავტორი: ია იაძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია

bottom of page